საწყისი

ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

TechnoSonus-ი ხმის საიზოლაციო, აკუსტიკური და ვიბრო საიზოლაციო მასალების ერთ-ერთი ლიდერი მწარმოებელი კომპანიაა. 2007 წლიდან კომპანია წარმატებით ვითართდება, აქტიურად ახორციელებს საინჟინრო კონსალტინგსა და ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს.
ტეხნოსონუსის ქარხანა, რომელიც 14000 კვ.მ.-ზე მეტს შეადგენს აღჭურვილია უახლესი თაობის საწარმოო ხაზებითა და დანადგარებით. თითოეული წარმოებული პროდუქტი ხარისხის კონტროლის ეტაპების შემოწმების გავლის შემდგომ ხვდება მომხმარებლებთან.

Specialization:

ნებისმიერი სირთულის ხმაურისა და ვიბრაციისაგან დამცავი მასალებისა და ტექნოლოგიების დანერგვა
ხმაურისგან დამცავი სისტემების შექმნა და გამოცდა
მასალების წარმოება და რეალიზაცია ხმის იზოლაციისთვის , ვიბრო იზოლაცისთვის და აკუსტიკური კომფორტის შესაქმნელად
სავაჭრო სისტემის განვითარება რუსეთის, უკრაინის, საქართველოს, ბელარუსიის, ყაზახეთის, მოლდოვის, ლატვიის, ლიეტუას, სომხეთის და აზერბაიჯანის ბაზრებზე
მშენებლობა და ინსტალაცია
გაზომვითი სამუშაოები, პროექტირება, პროექტის შექმნა და რევიზია დაკავშირებული ხმაურთან და აკუსტიკასთან
სერვისები
  • კომპანია TechnoSonus-ი გთავაზობთ კონსტალტინგს რათა შეარჩიოთ სპეციალური და შესაბამისი მასალები თქვენი ობიექტებისათვის. გაგიწევთ დახმარებას პროექტირების ეტაპზე, შეგისრულებთ საინსტალაციო სამუშაოებს და გადაგიწყვეტთ ნებისმიერი სახის სიძნელეს დაკავშირებულს ხმის იზოლაციასა და აკუსტიკასთან.
  • მშენებლობის მიმართულებით კომპანიის პროფესიონალი თანამშრომლები მზად არიან უმაღლეს დონეზე შეგისრულონ ხმის იზოლაციასა და აკუსტიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი სირთულის დავალება.
სამეცნიერო-კვლევითი

კომპანია აქტიურად ავითარებს სამეცნიერო-კვლევით მიმართულებებს. TechnoSonus-ის სპეციალისტები მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა სახის საგანმანათლებლლო სამეცნიერო ღონისძიებებში. კომპანიას ეკუთვნის 16 პატენტი ხმის საიზოლაციო მასალებსა და სისტემებზე.

TechnoSonus-ის პროდუქცია
  • კომპანია მრავალი წელია აწარმოებს საიმედო, ხარისხიან და მაღალ ეფექტურ მასალებს, რომლებმაც მილიონობით მომხმარებელს საშუალება მისცეს მშვიდ გარემოში ეცხოვრათ.
  • ყოველწლიურად კომპანია ქმნის და აწარმოებს არა ერთ ახალ და თანამედროვე სტანდარტების შესაბამის პროდუქციას. მათ შორის აღსანიშნავია აკუსტიკური პანელები Akustiline და Belner, რომლებმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვეს.